დავით ჭიჭინაძე - დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება

დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და შესაბამისად, ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზეც.

“დღეს სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ახორციელებს, რადგან ნებისმიერ ტენდერში უცხოური ვალუტის მდგენელი არის ძალიან დიდი და ჩადებულია 7-8 პროცენტიანი მოგების ზღვარი. ასეთი რყევების პირობებში კი, ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია. შესყიდვები არ ხდება - ე.ი.ფული არ იხარჯება. ფული არ იხარჯება - ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება. ეს ყველაფერი კი, ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს!

გამოდიან და თავის ბუღალტერიას ხატავენ: ანუ მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდა კი არა, სულ უკან და უკან მიდის, მთავრობა 5 და 6 პროცენტიან ზრდებს გვაჩვენებს. მოკლედ, ბუღალტრულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეკონომიკა რეალურად ნამდვილად ვერ გაიზრდება.

და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ლარი სუსტება, რომელი ინვესტორი გაჩერდება ქვეყანაში?! ინვესტორი გაიქცევა აბა რას იზამს?!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ქვეყნის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა და ინვესტიციების მომზიდავი სამშენებლო სექტორი იყო, რომელიც დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და 2-3 კომპანიის ხელშია გადასული.

ჭიჭინაძის განცხადებით, თბილისის მერია პოპულისტური განცხადებებით არის დაკავებული და მშენებლობების ნებართვებს შერჩევით იძლევა.

“საქმე კი ის არის, რომ ათასობით ადამიანს, რომელთაც ნაკვეთები ჰქონდათ შესყიდული, მათ სტატუსები შეუცვალეს და ამით რეალურად ეს ხალხი დააზარალეს ანუ გენგეგმა კი არაა პრობლემა, არამედ არაპატიოსანი მოხელეების სიმრავლე, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი სათავისოდ მოიწყოს და მიითვისოს, მერია კი, ამის საშუალებას იძლევა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა