მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის კერძო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის კერძო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კერძო სკოლების განვითარების საკითხები, მათ შორის, საკადრო პოლიტიკა, წახალისების მექანიზმები, რესურსების თავისუფალი გამოყენების გზები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

„რამდენიმე არსებით საკითზე ვისაუბრეთ და მივიღეთ ჩვენთვის მისაღები პასუხები. ვფიქრობთ, რომ სამინისტრო სწორი მიმართულებით მიდის. მინისტრმა საორიენტაციო გადაწყვეტილებებზე მიგვანიშნა და ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებები განხორციელებადია, რაც ძალიან კარგი იქნება, როგორც განათლების სისტემისთვის, ასევე კერძო სექტორისთვისაც“, - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი გია მურღულია.

მინისტრის ინიციატივით მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და სკოლების წამომადგენლებს საშუალება ექნებათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პირველი პირისგან მიიღონ ინფორმაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა