თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

პარლმენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ჩეხეთის ახალ ელჩს სურს, რომ უფრო გაააქტიუროს ჩვენი მხარდამჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის.

„ჩეხეთის ახალი ელჩი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკის საკითხებში. როგორც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანის ელჩს, ბატონ პეტრ მიკისკას სურვილი აქვს, რომ უფრო გაააქტიუროს ჩვენი მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა