ნინო გოგუაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე საქართველოში ჩეხეთის ახლად დანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრაზე ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია ყველა მიმართულებით, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის საკითხებში და შესაბამისად ბევრ პროექტს უჭერს მხარს, იმისთვის, რომ ეს პროცესები საქართველოში სწრაფად განხორციელდეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს როგორი შეიძლება იყოს ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობა და რა მიმართულებით შეიძლება ამ ურთიერთობების გაღრმავება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროში ჩეხეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სტუდენტების ინფორმირება საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე, რომელსაც ჩეხეთი სთავაზობს მათ.

საუბარი შეეხო ასევე რეგიონული განვითარების საკითხებს, რამდენადაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე ახორციელებს გარკვეულ პროექტებს და ახლა მუშაობენ ახალ პროექტებზე რეგიონული განვითარებისთვის.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ნინო გოგუაძემ და ჩეხეთის ელჩმა ისაუბრეს, დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდის საკითხებს შეეხებოდა. რამდენადაც ეს გამოწვევა ორივე ქვეყნის წინაშე დგას, ისაუბრეს იმ მეთოდებზე, როგორ შეიძლება ურთიერთთანამშრომლობით ამ პრობლემის მიმართ ეფექტური ბრძოლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა