„ბლექ სი არენაზე“ Jessie J-ს კონცერტისთვის დამატებითი მატარებლები დაინიშნა

„ბლექ სი არენაზე“ Jessie J-ს კონცერტისთვის დამატებითი მატარებლები დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, მატარებელი თბილისიდან 12:40 საათზე გავა და შეკვეთილში Black Sea Arena -ს ბაქანზე 17:25 საათზე გაჩერდება, ბათუმში კი მატარებელი 18:23 საათზე ჩავა. რაც შეეხება უკუმიმართულებას, ბათუმიდან მატარებელი 23:50 საათზე გავა, 00:38 საათზე შეკვეთილში გაჩერდება თბილისში კი 05:15 საათზე იქნება.

„ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი საქართველოში ჩამოდის და 6 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. მათ, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს კონცერტზე დასწრება, დამატებით კომფორტს შეუქმნიან საქართველოს რკინიგზა და „ბლექ სი არენა“. 6 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერება ექნება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა