„გამარჯვებული საქართველოს“ წევრებმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მონიტორინგის თხოვნით მიმართეს

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ მესამე სექტორის წარმომადგენლებსა ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მონიტორინგის წარმოების თხოვნით მიმართეს. „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ოქრუაშვილზე ზეწოლა განახორციელოს.

როგორც ამერიკის ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის ყურადღებით აკვირდება ოქრუაშვილის საქმეს, თუმცა პოლიტიკურ შეფასებას არ გააკეთებს.

„ოქრუაშვილის საქმის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღე. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ამ საქმეს ყურადღებით დააკვირდება და ვაპირებთ, მივიღოთ ყველა სახის ინფორმაცია. ამ საქმის მიმდინარეობის განსჯისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ ყველა ამ საქმეს, მათ შორის ხაზარაძისა და სხვა საქმეებს, ყურადღებით ვაკვირდებით. პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ,“ - განაცხადა ლორა თორნტონმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით პოლიტიკური მოტივაციები იკვეთება.

„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს ამ პროცესთან მიმართებით იმის გათვალისწინებით, რომ იქამდე, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ოქრუაშვილი საუბრობდა ასევე კონკრეტულ ინფორმაციაზე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. ეს შესაძლოა, მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილისთვის არასასიამოვნო ყოფილიყო. ამასთან, იგი პოლიტიკური პარტიის წევრია და შესაბამისად, როდესაც პოლიტიკოსებზეა საუბარი, უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. იმ მტკიცებულებებით, რომელიც წარმოდგენილია, ჩანს, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივაციები“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს