„თეგეტა მოტორსმა“ აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო გამართა

ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე „თეგეტა მოტორსის“ ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო გამართა. ამის შესახებ ინფომრაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 40 183 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას.

„აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილ მომსახურების ცენტრს საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და დაასაქმა 200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. აღსანიშნავია ფილიალის სტრატეგიული მდებარეობა საქართველოში ტრანზიტული მიმოსვლის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნულია „თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციაში.

როგორც „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, „რეგიონალურ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი თეგეტა მოტორსი ვუწოდოთ“.

„მაქვს პატივი მოგილოცოთ „თეგეტა მოტორსის“ ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნა, რომელიც თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. „თეგეტა მოტორსმა“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ამ მართლაც გრანდიოზულ რეგიონალურ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი „თეგეტა მოტორსი“ ვუწოდოთ. პროექტის წარმატებით შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს - „თიბისი ბანკსა“ და EBRD-ს“, - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, „თეგეტა აკადემია“ ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი.

„თეგეტა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი კომპანია, საშუალებას მისცემს ადგილობრივ კადრებს მიიღონ სათანადო ცოდნა და დაიკავონ სხვადასხვა პოზიციები თეგეტას ბათუმის რეგიონალურ ცენტრში. ამჟამად ფილიალში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელთა რაოდენობაც მომავალში გაიზრდება. განათლებაში ინვესტირება არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით „თეგეტა აკადემია“ ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი. გარდა იმისა, რომ სასწავლო ცენტრი გვეხმარება მაღალკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებაში და გუნდის შევსებაში, მას აგრეთვე აქვს ერთგვარი სოციალური დატვირთვაც. სასწავლო ცენტრი მზად არის მოამზადოს ან/და გადაამზადოს კადრები, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ და ავამაღლოთ მომსახურების ხარისხი რეგიონში. სწორედ თეგეტა აკადემიის საშუალებით, მომდევნო წლებში ჩვენს კომპანიას ექნება ბევრად მეტი ინტელექტუალური პოტენციალი აჭარაში კადრების მოძიების და დასაქმების მიზნით“, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

„თეგეტა მოტორსის“ ცნობით, კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გააერთიანოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. თეგეტა მოტორსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო მანქანების და სპეცტექნიკის სრული მომსახურების ზონებს. ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე დღეში მოემსახურება 200-მდე ავტომობილს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი - თეგეტა აკადემია.

ღონისძიების ოფიციალური ცერემონიის ნაწილი იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები - Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.

ექსპო დაყოფილი იყო რამდენიმე მიმართულებად: მსუბუქი ავტომობილები; სპეცტექნიკა; საავტომობილო პროდუქტები, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორები, ზეთები და ფილტრები; მსუბუქი ავტომობილების ნაწილები; სატვირთო ავტომობილების ნაწილები; სპეცტექნიკის ნაწილები და დანადგარები. ექსპოს დაესწრნენ ამ ბრენდების რეგიონალური წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

როგორც მიშლენის ბრენდ-მენეჯერმა, ოლეგ კოტოვმა განაცხადა, „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის რეგიონალური ცენტრი, მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში საავტომობილო სფეროს განვითარებაში.

„დღეს პირველად იმართება რეგიონში ამ მასშტაბის საავტომობილო ექსპო. მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ წარმოვადგენთ ჩვენს ბრენდებს - მიშლენს და რაიკენს. ვულოცათ თეგეტა მოტორსს ამ მასშტაბის ფილიალის გახსნას, დარწმუნებული ვართ, რომ თეგეტა მოტორსის ბათუმის რეგიონალური ცენტრი, მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში საავტომობილო სფეროს განვითარებაში“, - განაცხადა მიშლენის ბრენდ-მენეჯერმა ოლეგ კოტოვმა.

თეგეტა მოტორსმა 24-წლიანი წარმატების გზა განვლო, კომპანია ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ვითარდებოდა, უამრავი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, თეგეტამ შეძლო და დღეს საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში რეგიონში ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდა.

ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას. თეგეტა მოტორსი წარმოადგენს უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკის, სათადარიგო ნაწილების, საპოხი მასალების, საბურავებით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. კომპანია ქვეყანაში წარმოდგენილია ახლა უკვე 26 ფილიალით. მისი პორტფელი მოიცავს 250 000 საცალო ლოიალურ მომხმარებელს, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსის სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

თეგეტა მოტორსი არის Groupauto International-ის ოფიციალური წევრი კომპანია, ფლობს ISO სერთიფიკატებს, წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან 300-მდე უმსხვილეს ბრენდს. კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის და გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს