ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სამუშაო ვიზიტით მეიოს საგრაფოს ესტუმრა

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა მეიოს საგრაფოში სამუშაო ვიზიტი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

„ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა სენატორ მიშელ მულჰერინის, მეიოს რეგიონის წარმომადგენელს ირლანდიის სენატში, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს. მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და დარგობრივი კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები. გიორგი ზურაბაშვილმა საგრაფოს ხელმძღვანელობას შესთავაზა მეიოსა და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დაძმობილება. გიორგი ზურაბაშვილი, ასევე, შეხვდა მეიოს საგრაფოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ენაზე, დამწერლობასა და ღვინის უძველეს კულტურაზე. მეიოს საგრაფოს ხელმძღვანელობა და რეგიონის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის საწყის ეტაპზე გაცვლიან ინფორმაციას დაგეგმილი ბიზნეს და კულტურული ღონისძიებების შესახებ. ასევე, საგანმანათლებლო პროექტების თაობაზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიზნით“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია