ივან ვოლინკინი, რომელსაც რუსული მედია გრიგორ კარასინის შემცვლელად ასახელებს, საქართველოში 2007 წლიდან პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული

ივან ვოლინკინი, რომელსაც რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გრიგორ კარასინის შემცვლელად ასახელებს, საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

ვოლინკინი 2007 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კიდევ ორ რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნიდან გააძევა. საქმე ეხება ე.წ. „ჯაშუშობის საქმეს“, რომლის ფარგლებში 2007 წელს ოპოზიციის მაშინდელ რამდენიმე ლიდერზე საქმე აღიძრა.

დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგორ კარასინი თანამდებობას ტოვებს და მის შემცველად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის პრიორიტეტი შესაძლოა, ივან ვოლინკინს მიენიჭოს.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტთან უკვე მე-40 დღეა შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია