158-ე სკოლასთან მდებარე შენობასთან, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები არიან შესახლებულები, პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის უკან მდებარე შენობასთან, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები უკვე მე-8 დღეა არიან შესახლებულები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

როგორც პოლიციის უფროსის მოადგილემ ლაშა ჯაშიაშვილმა განაცხადა, შენობაში ყოფნა მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეიძლება, რადგან შენობა ავარიულია.

ერთ-ერთი დაზარალებულის, ნინო ანდრონიკაშვილის თქმით, ის შვილის გასასეირნებლად გამოვიდა შენობიდან და პოლიციამ უკან აღარ შეუშვა.

"შენობაში არ გვიშვებენ. ყურის ანთებით მყავს ბავშვი. გვეუბნებიან, რომ ავარიული შენობააო. ალტერნატივად შემოგვთავაზეს ერთწლიანი ქირა, მაგრამ არ ვიცით, ერთ წელში რა მოხდება. ჩვენ ამ ტერიტორიის დატოვებას არ ვაპირებთ, სანამ ქირით არ გაგვიყვანენ. აქ ვცხოვრობ ჩემს შვილთან უკვე 8 დღეა", - განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა ნინო ანდრონიკაშვილმა.

როგორც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამგეობამ შენობაში შესახლებულ დევნილებს შესთავაზა, რომ იმ ოჯახებმა, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებულები, შესაბამის გამგეობას მიმართონ და დახმარებას აღმოუჩენენ, თუ ეს კანონით ეკუთვნით - იქნება ეს ქირა თუ სხვა ტიპის დახმარება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ნათელი მომავლის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ მენაბდიშვილის განცხადებით, 158-ე სკოლის უკანა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სულ 32 ოჯახია შესახლებული, აქედან სოციალურად დაუცველები და დევნილი 17 ოჯახია, დანარჩენები კი უსახლკარო სტატუსის მქონეები არიან.

იხილეთ ვიდეო: რა ხდება ვაშლიჯვარში, სადაც პოლიციაა მობილიზებული

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის