თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ივან ბლასთან 2 შეხვედრა ჩატარდა

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თბილისს „მის ვან დერ როეს“ ფონდის პროგრამებისა და ჯილდოების კურატორი - ივან ბლასი ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, ივან ბლასთან დახურული შეხვედრა თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ჩატარდა, მეორე დღეს კი ყველა მსურველს ჰქონდა დასწრების შესაძლებლობა.

„ლუდვიგ მის ვან დერ როე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არქიტექტორი იყო, რომლის სახელობის ფონდიც ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო რამდენიმე წელია სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში (European Union Prize for Contemporary Architecture – Mies van der Rohe Award). პრემია ორ წელიწადში ერთხელ ევროპულ თანამედროვე, საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებს გადაეცემა. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე არქიტექტურის განვითარებას. ბოლო რამდენიმე წელია კონკურსში საქართველოც მონაწილეობს, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისათვის.

ორივე შეხვედრაზე ივან ბლასმა ისაუბრა ფონდის საქმიანობისა და პრიზის შესახებ - "მის ვან დერ როეს ჯილდო - ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში“, ასევე, პრიზზე წარდგენილი ქართული და უცხოური არქიტექტურული ბიუროების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს 2019 წლის გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა - ფრედერიკ დრუომ და პრიზზე თავის დროზე წარდგენილმა ქართველმა არქიტექტორებმა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს