ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული კ.რ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, კ.რ. თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ოქროს ყელსაბამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დანით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ.ყ.-ს.

„სამართალდამცველებმა კ.რ. 2018 წლის 27 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც 2-ჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის), 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.რ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს