იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილს - რა უბედურებაა ასეთი არაკვალიფიციური კითხვების დასმა - როდემდე უნდა ვითმინოთ თქვენი ეს უმსგავსობა?!

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილთან გასაუბრებისას საბჭოს არამოსამართლე წევრსა და მოსამართლე წევრებს შორის ხმაურსა და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ნაზი ჯანეზაშვილი კითხვებს უსვამდა კანდიდატს, როდესაც მოსართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ ჯანეზაშვილს მიმართა, რომ კანდიდატს კვალიფიციური კითხვა დაუსვას. ამასთან, ირაკლი შენგელიას თქმით, ჯანეზაშვილი შეურაცხყოფას აყენებს სასამართლო კორპუსს, როდესაც გასაუბრების პროცესებს ცირკს უწოდებს. ამ საუბარს საბჭოს წევრებს შორის კამათი მოჰყვა.

„გამაგებინეთ რა ხდება, რა უბედურებაა ასეთი არაკვალიფიციური კითხვების დასმა. ჯერ გამოდიხართ და ამ პროცესს ცირკს უწოდებთ, შეურაცხყოფას აყენებთ სასამართლო კორპუსს და გეზიზღებათ მოსამართლეები. აშკარად სიძულვილს გამოხატავთ, რაღაც კვალიფიციური კითხვა მაინც დაუსვით კანდიდატს. რა ცირკზეა საუბარი და ვის უწოდებთ ცირკს, მოსამართლეებს?! არაკვალიფიციური ხართ და არაკვალიფიციურ კითხვებს სვამთ, პროფესიული კითხვა დაუსვით. გადადიხართ პოლიტიკურ კითხვებზე, ასეთი დღის წესრიგი გაქვთ, დავალებებს ასრულებთ. გასაუბრებები ხუთი კანდიდატიდან სამზე ჩამოვიყვანეთ, ახლა ორზე ჩამოვედით და ამას ვაკეთებთ თქვენს გამო. 2- საათიან დაკითხვებს უწყობთ კანდიდატს. ბარემ დაადეთ ხელბორკილი და ელექტროშოკი გამოიყენეთ. როდემდე უნდა ვითმინოთ თქვენი ეს უმსგავსობა?!ყველაფერს საზღვარი აქვს. მოსამართლეთა კორპუსის მიმართ აშკარა ზიზღს გამოხატავთ", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

საბჭოს ასევე მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმაც მიმართა ჯანეზაშვილს, რომ როდესაც ცირკს უწოდებს გასაუბრების პროცესს, ამით ჯანეზაშვილი საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას.

„იაფფასიანი კროსვორდიდან აღებული კითხვებით ცირკს აწყობთ. კითხვა როგორ დავუსვა კანდიდატს, როცა დრო თქვენ წაიღეთ მთლიანად", - მიმართა მეთოფიშვილმა ჯანეზაშვილს.

სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილს მიმართა კიდევ ერთმა მოსამართლე წევრმა, თამარ ონიანმა.

„ცირკს რომ უწოდებთ პროცესს და ამ პროცესსში სერიოზული სახით სვამთ კითხვებს, ჯამბაზი არ ხართ?! მითხარით, არ გამოდიხართ ჯამბაზი?!" - განაცხადა ონიანმა.

ნაზი ჯანეზაშვილმა კი ონიანს უპასუხა, რომ ამ განცხადებით მოსამართლეთა ეთიკა დაარღვია. ამასთან, მან მიმართა ირაკლი შენგელიასაც.

„ბატონო ირაკლი, თქვენი კვალიფიკაციის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი",- აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს