მსჯავრდებულისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელებისა და ნებართვის მოქმედების შეწყვეტის კრიტერიუმები კანონით განისაზღვრება

მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელებისა და ნებართვის მოქმედების შეწყვეტის კრიტერიუმები კანონით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის საფასურის ოდენობა კანონის ნაცვლად, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქნება დადგენილი.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის ინიცირებაც საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა შემდეგ შემთხვევებში მიეცემა: მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან გააჩნია საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან ფლობს შესაბამის უცხო ქვეყანაში ბინადრობის უფლებას, სამუშაო ვიზას ან დროებით არის რეგისტრირებული;

მსჯავრდებულს, რომლის ახლო ნათესავი (მეუღლე, შვილი, ნაშვილები ან მინდობით აღსაზრდელი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა, შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის 90 დღის ვადით;

მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირი) მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია მსჯავრდებული ახლდეს მის ახლო ნათესავს. თანხლების აუცილებლობა, სხვა ობიექტური გარემოების გარდა, იმითაც უნდა იყოს განპირობებული, თუ დასაბუთდება, რომ ახლო ნათესავს, მსჯავრდებულის გარდა, სხვა ახლო ნათესავი არ ჰყავს, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისას უპატრონებს;

მსჯავრდებულის გარდაცვლილი ახლო ნათესავის საქართველოში ჩამოსვენების ან სხვა ქვეყანაში გადასვენების/დაკრძალვის მიზნით;

მსჯავრდებული საქართველოს სახელით მონაწილეობს ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში, რაც უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდება;

მსჯავრდებული მუშაობის ან სწავლის მიზნით მიწვეულია შესაბამისი უცხო ქვეყნის რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, რაც ამ იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებით, მუშაობის დამადასტურებელი მოწმობით ან ხელშეკრულებით დასტურდება;

მსჯავრდებული მუშაობს მეზღვაურად, მძღოლად, ბორტგამცილებლად საქართველოს ან სხვა ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირში და წარმოდგენილი აქვს პროფესიის/სპეციალობის ან მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

მსჯავრდებული მიემგზავრება სხვა ქვეყანაში (გარდა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებისა) სეზონური სამუშაოების ჩასატარებლად. ამ შემთხვევაში ნებართვა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე გაიცემა, რისთვისაც მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რისკი და მსჯავრდებულის ქცევა გამოსაცდელ პერიოდში. ამასთან, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს იმ ქვეყნის მოქმედი ვიზა (ვიზის აუცილებლობის შემთხვევაში), რომელშიც მიემგზავრება და ცნობა პოტენციური დამსაქმებლისგან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს