აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაცმოძრაობის" წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაში ყოველ კვირა გამოცხადება და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან 20 მეტრი რადიუსში კამერებთან მიახლოება აეკრძალა.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილს სახლთან საპროტესტო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლის სათვალთვალო კამერის დაზიანების ფაქტზე, შსს-მ ელგუჯა ბაგრატიონს სსკ-ის 187 მუხლის მიხედვით ბრალი წარუდგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიუხედავად დაშინებისა და ზეწოლისა, შეკვეთილში აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა