უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილს - დარწმუნებული ვარ, აქედან რომ გავალ და შემდეგ როცა კენჭისყრა ჩატარდება, თქვენი ხმაც მექნება

დარწმუნებული ვარ, აქედან რომ გავალ და შემდეგ როცა კენჭისყრა ჩატარდება, მათ შორის, მექნება თქვენი ხმა. თქვენ მეუბნებით იუსტიციის საბჭომ რატომ დაგიჭირათ მხარიო. მე გპასუხობთ, რომ ამას ვიმსახურებდი, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლავრენტი(ლაშა) მაღლაკელიძემ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას დასმულ შეკითხვას.

ჯანეზაშვილმა კანდიდატს ჰკითხა, 2016 წელს, როდესაც მოსამართლედ დაინიშნა, როგორ მოახერხა იუსტიციის საბჭოს მაშინდელი შემადგენლობის მოხიბვლა, მაშინ როცა მისი კონკურენტები საკმაო გამოცდილების მქონე მოსამართლეები იყვნენ.

ლავრენტი მაღლაკელიძის თქმით, მაშინ ის თავის კომპეტენციის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე. ამასთან, მისი თქმით, ალბათ, ახლაც იმსახურებს იმას, რომ მოხვდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20- კაციან სიაში, რომელსაც საბჭო პარლამენტს წარუდგენს.

„მე ჯერ იუსტიციის სკოლაში ჩავირიცხე, სკოლა რომ დავამთავრე, ჩვენი გასაუბრებები წარიმართა იმ რეჟიმში და იმ შეფასებების საფუძველზე, რითაც იუსტიციის სკოლამ შემაფასა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული ვიყავი, როგორც იუსტიციის სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე იმ გამოსაცდელი ვადის პერიოდში. ზუსტად 2019 წლის 20 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა, მათ შორის თქვენც უვადოდ გამამწესეთ. დარწმუნებული ვარ, როცა აქედან გავალ და შემდეგ კენჭისყრა რომ ჩატარდება, თქვენ ხმას მე მომცემთ. ამ მოლოდინით ვარ მოსული. ასევე ყველას იმედი მაქვს და ამ განწყობით ვარ აქ, მოსული“, - განაცხადა მაღლაკელიძემ.

ლავრენტი მაღლაკელიძე ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო