დიმიტრი გვრიტიშვილი სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისკანდიდატების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები წინასწარ გარიგდნენ, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდათა 50- კაციანი სია შეარჩიეს.

როგორც გვრიტიშვილმა განაცხადა, მან შეისწავლა აღნიშნული საკითხი და ირკვევა, რომ სახალხო დამცველის მხრიდან შერჩევით მიდგომას აქვს ადგილი.

„სახალახო დამცველი საუბრობს მხოლოდ 10 ბიულეტენზე და ასკვნის, რომ იუსტიციის საბჭოს 10 წევრი თითქოს, წინასწარ გარიგდნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ასე შეარჩიეს. დანარჩენ შემთხვევებზე ყურადღებას არ ამახვილებს. იქ არის დარჩენილი 3 ბიულეტენი, რომელთაგან 2 ბიულეტენის მონაცემები შევისწავლე აბსოლუტურად იგივე ლოგიკით, რასაც სახალხო დამცველი ავითარებს. აღმოჩნდა, რომ ორივე ბიულეტენში 11 კანდიდატი ემთხვევა. ანუ ერთ-ერთ ბიულეტენში მხოლოდ 11 არის შემოხაზული, მეორეში 20.

ანუ თუ გავყვები იგივე ლოგიკას, სამართლებრივი თვალსაზრისით არავითარი განსხვავება არ არსებობს 10 კაცი შეთანხმდება, თუ 2 წევრი. აქედან გამომდინარე, თუ ვსაუბრობთ, რომ 10 კაცის შეთანხმება არის დარღვევა, მაშინ უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ 2 წევრის შეთანხმებაც დარღვევაა. ეს საუბარი სახალხო დამცველის დასკვნაში არ არის“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო