ქეთევან ციხელაშვილი - რუსეთი აფხაზეთს როსტოვის საჰაერო სივრცეში აქცევს

ეს არ არის გასაკვირი, რადგან 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ, - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედება საერთაშორისო აეროპორტად, ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის წესებს, ICAO-ს წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობას არღვევს.

“უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ამით, ფაქტობრივად, აფხაზეთის რუსეთის, კერძოდ, როსტოვის საჰაერო სივრცეში მოქცევა ხდება. ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომლითაც უნდათ ყველა სფერო, აბსოლუტურად ყველა არხი რუსეთის გავლენის ქვეშ იყოს მოქცეული. არ არის გასაკვირი, რადგან 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ. არც ეს ნაბიჯი გახლავთ გამონაკლისი. მით უფრო, ამას ხელს უწყობს ე.წ. წინასაარჩევნო კონტექსტი, რომელიც ახლა აფხაზეთში არსებობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში. პოპულისტური ნაბიჯია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაფერს წარმოადგენს გარდა კანონდარღვევისა და იმის მცდელობისა, რომ აფხაზეთი რუსული გავლენის სფეროში კიდევ უფრო მეტად მოექცეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს