თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, დედაენის ბაღის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის საკითხზე პროფესიული წრეებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, დედაენისა და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით პროფესიულ წრეებთან შეხვედრა გაიმართა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება, დენდროლოგიური პროექტთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება.

მათივე ცნობით, ფონდის წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, პროექტირების ნაწილში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხი და თანამშრომლობის ფორმა. ასევე, მხატვრებისა და ძველი ნივთებით მოვაჭრეების საჭიროებებისა და აღრიცხვის საკითხი.

“პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახლახან რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდის და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციას, ასევე დედაენისა და 9 მარტის ბაღების განახლებას და ადაპტაციას და მათ შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას; მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით ვაჭრობის მოწესრიგებას“, - აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოები პროექტ “ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 9 მილიონ 679 520 ათას ლარს შეადგენს.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ სამუშაოების შემსრულებელი მხარეები, პროექტის ავტორი, საკრებულოს წევრები, არქიტექტორები, “ტფილისის ჰამქარის“ და “პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლები, დენდროლოგები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო