თბილისის სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი, ძირითადად,  2,960-2,965 ლარის ფარგლებშია, თუმცა ზოგან კურსი 2,996 ლარსაც აღწევს

თბილისის სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი, ძირითადად, 2,960-2,965 ლარის ფარგლებშია, თუმცა ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში 1 აშშ დოლარი 2,996 ლარიც ღირს.

რაც შეეხება დოლარის გაყიდვას, ზოგიერთ ჯიხურში 1 აშშ დოლარის გაყიდვა 2,950 ლარად, ზოგან კი 2,925/ 2,924 ლარად არის შესაძლებელი.

ამასთან, კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარი გახდა.

კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2,91 ლარად შეუძლიათ;

„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3 ლარად, მისი გაყიდვა კი 2,91 ლარად არის შესაძლებელი;

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 2,99 ლარად, მის გაყიდვას კი 2,91 ლარად შეძლებენ;

„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.91 ლარად შეუძლიათ;

3 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები დოლარის ყიდვას 2.98 ლარად შეძლებენ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9507 ლარი შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა