„სტერეო +“-ის დამფუძნებელი განმარტავს, ვის გაეთიშება „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „ერთსულოვნება“, თუკი აღნიშნული ტელეკომპანიები დავალიანებას არ დაფარავენ

„სტერეო +“-ის დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის ინფორმაციით, თუკი „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „ერთსულოვნება“ ხვალ საღამომდე დავალიანებას არ დაფარავენ, ისინი ციფრულ მაუწყებლობას ვეღარ გააგრძელებენ. მისი განმარტებით, მოსახლეობას, ვისაც სეტ ტოპ ბოქსი აქვს, აღნიშნული არხები გაეთიშებათ. ეს არ შეეხება საკაბელო ოპერატორებს.

დავით ზილფიმიანის განცხადებით, აღნიშნული სამი ტელეკომპანიის დავალიანების ოდენობა ასეულობით ათას ლარს შეადგენს, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვდა.

„მე ეს ტელეკომპანიები მრავალი თვით ადრე არაერთხელ გავაფრთხილე, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. კანონით დადგენილ მოთხოვნებზე გაცილებით მეტი გავაკეთე, მაგრამ დასანანია, რომ რეაგირება არ მოახდინეს. თუ ისინი ხვალ საღამომდე თანხას ჩარიცხავენ, მაშინ ცხადია არ გაითიშება.

თვეების განმავლობაში გრძელდება ეს პრობლემა და გროვდება მათ მიერ გადასახდელი თანხა. 25 წელია სტერეო+ ტელევიზიებს ემსახურება და როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით მივდგომოდით საკითხს. მათი მხრიდან რიგ შემთხვევებში პასუხია „არ გვაქვს და რა ვქნათ“, ხოლო ზოგჯერ „ჩავრიცხავთ, ჩავრიცხავთ“ და თვეები გადის ამასობაში. ეს გრძელდება 4-5 თვის განმავლობაში, ზოგიერთი ტელეკომპანიის შემთხვევაში კი 1 წელიც კი. ასეთი რამდენიმეთვიანი დავალიანება მხოლოდ „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „ერთსულოვნებას“ აქვთ, ერთ და ორთვიან დავალიანებაზე ჩვენ, როგორც წესი, რეაგირებას არ ვაკეთებთ ხოლმე.

საქართველოში 1 300 000 სეტ ტოპ ბოქსია და ყველა საკაბელო ერთად აღებული 300 000-იც არ არის. რეალურად მაუწყებლობის სივრცეს დაკარგავენ, თუ არ გადაიხდიან, მაგრამ მე არ მინდა შავი მომავალი წარმოვიდგინო,“ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს