შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, მასწავლებელთა საგამოცდო ნაშრომების გასწორება მიმდინარეობს და პასუხები ცნობილი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გახდება.
„მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი მასწავლებლებისთვის. ნაშრომების რაოდენობა არის ძალიან დიდი, თითქმის ორმაგია წინა წლებთან შედარებით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, სადღაც აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ მასწავლებლების შედეგები“, - განაცხადა სოფო გორგაძემ.
შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ცენტრის ვებ-გვერდზე უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.