ლევან დავითაშვილი რეინჯერებს პროფესიულ დღეს ულოცავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაცული ტერიტორიების ყველა რეინჯერს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს დღეს 400- მდე რეინჯერი იცავს.

„საფრთხეებისგან დაზღვევა, ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორთა დახმარება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელშიც რეინჯერები არიან ჩართული.

ჩვენს რეინჯერებს განსაკუთრებული მისია აქვთ, მათ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძურის, ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა ევალებათ. რეინჯერები, ძალიან ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას. დაცული ტერიტორიების დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ჩვენი რეინჯერების სამუშაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თითოეულ რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ. პატივს მივაგებ ყველა იმ რეინჯერის ხსოვნას, რომელმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას სიცოცხლე შესწირა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა