გიორგი ვაშაძე - სასამართლოს წინასწარ აქვს დავალებული, რომ ზვიად კუპრავას პატიმრობა შეუფარდოს

რა თქმა უნდა, ზვიად კუპრავას დააპატიმრებენ. ის უკვე პატიმრობაშია რამდენი ხანია, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს წინასწარ აქვს დავალებული, რომ პატიმრობა შეუფარდოს. რა ვადა იქნება, ამას ვნახავთ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მის თანამებრძოლს მოუწევს „ერთი წლის განმავლობაში იტანჯოს და მიიღოს საკუთარ თავზე ის კანონგარეშე ქმედება, რაც დღეს ქვეყანაშია“.

„სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც წინასწარ დავალებული აქვს. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმ ერთი წელი, შეიძლება უფრო ადრეც დარჩა იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაასრულოს თავისი უკანონობები, რაც ამ ქვეყანაში ხდება. დღეს მთელი საზოგადოება შეთანხმებულია ერთ რამეზე, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, იქნება ეს ზვიად კუპრავას პროცესი თუ ნებისმიერი სხვა სასამართლო პროცესი, ეს არის უკიდეგანო უსამართლობა და აუცილებლად დამთავრდება 2020 წლის არჩევნების გზით, თუ უფრო ადრე არა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს თანამებრძოლს მოუწევს ამ ერთი წლის განმავლობაში იტანჯოს და მიიღოს საკუთარ თავზე ის კანონგარეშე ქმედება, რაც დღეს ქვეყანაშია, მაგრამ ეს აუცილებლად დასრულდება საბოლოო გამარჯვებია გზით", - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა