საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 5%-დან 4.5%-მდე შეამცირა

მომატებული საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე ამცირებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, სებ-ი პროგნოზს აქამდე არსებული 5%-დან , 4.5%-მდე ამცირებს. პროგნოზის გადახედვა განაპირობა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემოღებამ, რაც წლის განმავლობაში ტურისტული შემოსავლების კლებაში აისახება და, საბოლოოდ, ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს.

„მიუხედავად გაზრდილი გაურკვევლობისა, წმინდა ექსპორტი, მიმდინარე პროგნოზით, მაინც დარჩება ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსის შენარჩუნების ფონზე . თუმცა, პროგნოზის დაშვებები ასევე ითვალისწინებს ფისკალური ხარჯვის, კერძოდ კი ინფრასტრუქტურული პროექტების, და დაკრედიტების აქამდე არსებული ზომიერი ტემპებით ზრდის გაგრძელებას. მსგავსი ზრდა 2020 წლისთვისაც არის მოსალოდნელი, რის ფონზეც რეალური მშპ-ს პოტენციური დონიდან ჩამორჩენა მხოლოდ ეტაპობრივად, 2021 წლის დასაწყისისთვის აღმოიფხვრება,”-აღნიშნულია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

ანგარიშის თანახზმად, 2019 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, - 5%-ით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის