ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, მას და დავით დვალს „რუსთავი 2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დახუსტებით აქვთ ჩამოყალიბებული. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ ჯარჯი აქიმიძემ განუცხადა.

„დიახ, დაზუსტებით გვაქვს ჩამოყალილბებული. ხვალინდელ ბრიფინგზე მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებებს ქიბარ ხალვაშის წინადადებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.

ცნობისთვის, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში, დღეს, 14:00 საათზე, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ბრიფინგს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 50%-იან წილს სთავაზობდა. 30 ივლისს გამართული შეხვედრისას კი 40% შესთავაზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო