კახა კალაძე - დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუფასურება უკვე აისახა ფასებზე, თუმცა თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს ფასებზე იმოქმედებს

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მივესალმები და დარწმუნებული ვარ კურსი დასტაბილურებას დაიწყებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მიერ აუქციონზე 40 მილიონი ლარის გაყიდვასთან დაკავშირებით განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსი ქვეყანაში ყველას აწუხებს.

"ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა აბსოლუტურად ყველას გვაწუხებს და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა",-აცხადებს კალაძე.

რაც შეეხება ლარის გაუფასურების გამო გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კალაძის თქმით, ის დარწმუნებული არ არის, რომ ვალუტის გაუფასურება ფასებზე უკვე აისახა.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუფასურება უკვე აისახა ფასებზე. მგონია, რომ არ გაზრდილა. თუმცა თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს რა თქმა უნდა, იმოქმედებს ფასებზე. მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯები, რომ გაუფასურების ტენდენცია შეჩერდეს და გადაიდგას ნაბიჯები, რომ ლარი დასტაბილურდეს",-აცხადებს კალაძე.

ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინტერვენცია განახორციელოს და დღეს აუქიონზე 40 მილიონი დოლარი რეზერვების გაიტანას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა