თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლევან ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ლევან ალექსიძის გარდაცვალების გამო.

„პროფესორმა ლევან ალექსიძემ 70 წელზე მეტი მიუძღვნა უნივერსიტეტს, იურიდიული ფაკულტეტის მრავალ თაობასა და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარ მწვავე საერთაშორისო სამართლებრივ გამოწვევებს. იგი სიცოცხლის ბოლომდე თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ლევან ალექსიძე მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლად, ხოლო ამ დარგის გლობალურ განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აკადემიური საზოგადოება აღიარებს“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ალექსიძის პანაშვიდი 1-2 აგვისტოს, სიონის ტაძარში გაიმართება, 3 აგვისტოს, 15.00 საათზე კი, სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო