ფქვილის ფასი, ერთ ტომარაზე, შესაძლოა, 2 ლარით გაიზარდოს

ფქვილის ფასი, ერთ ტომარაზე, შესაძლოა, 2 ლარით გაიზარდოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ფასის შესაძლო ცვლილება დოლარის მატებას უკავშირდება.

„ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პერიოდულად პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან ხორბლის იმპორტი ჩვენთან დოლარზე ხორციელდება. ფქვილის ფასი დღესდღეობით დოლართან მიმართებაში 2,75-2,80 კურსზეა გაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, დღეს არის სიტუაცია, როდესაც დოლარი თუ არ დასტაბილურდა, ფასები უნდა გადაიხედოს, თუმცა ამ დროისთვის დრამატულ ცვლილებებს არ ველოდებით. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება საშუალოდ 48 ლარია, შესაბამისად, თუ ჩვენ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ფასს მოვუმატებთ, ეს, დაახლოებით, 2 ლარიანი მატება იქნება და ფასი 50 ლარზე ავა“, -აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი წინა პერიოდებთან შედარებით დაკლებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა