ახალციხეში, კოსტავას #33-ში „ბილაინის“ განახლებული მაღაზია გაიხსნა

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრმა, ახალციხეში, კოსტავას #33-ში განახლებული მაღაზია გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მაღაზიაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბილაინის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს და სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა შეიძინოს.

ასევე მაღაზიაში მომხმარებლებს სასურველი პაკეტების გააქტიურება , სიმ ბარათების შეძენა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მაღაზიაში წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობებიც. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.

ბილაინი მაღაზიების გახსნასა და განახლებას აქტიურად აგრძლებს. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ბილაინის 36 მაღაზია ფუნქციონირებს.

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის