ბიზნესომბუდსმენი „ფრეგოზე“ - საქმეს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს

„ფრეგოს“ ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს, - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი "ფრეგოს" დამფუძნებელის გიორგი თოფჩიშვილის დაკავებას.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„ჩვენთვის ცნობილია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო დაწყებული საქმის შესახებ, სადაც საუბარია საგადასახადო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაზე. საქმე გაგრძელდება სასამართლოში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა გაამყარონ საკუთარი პოზიციები. აღნიშნული საქმე ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება და მსგავსი შინაარსის განცხადებები სპეკულაციურია“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

დაუჭერს თუ არა მხარს სასამართლო ეტაპზე ბიზნესომბუდსმენი "ფრეგოს" დამფუძნებელს გიორგი თოფჩიშვილს, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას ბიზნესს მხარი სისხლის სამართლის პროცესის ეტაპზე დაუჭიროს, სხვა შემთხვევებში კი, აპარატი ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმით მზად არის ბიზნესს კანონიერ მოთხოვნებში მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა