ირაკლი კოვზანაძე - ვფიქრობ, ცენტრალური ბანკის პირველი ჩარევა საჭირო ეფექტს გამოიწვევს

ვფიქრობ, ცენტრალური ბანკის პირველი ჩარევა გამოიწვევს საჭირო ეფექტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე საუბრისას განუცხადა. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საჭიროა ინტერვეციების გამოყენება, რასაც ეროვნული ბანკი გეგმავს.

„საჭიროდ მიმაჩნია განხორციელდეს ინტერვენციები, რასაც ცენტრალური ბანკი დღეს აპირებს. ვფიქრობ, ცენტრალური ბანკის პირველი ჩარევა გამოიწვევს საჭირო ეფექტს, ხოლო თუ ეს არ იქნება საკმარისი, ბანკს გააჩნია მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომელიც გამოყენებული იქნება მდგომარეობის შესაბამისად",- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიზეზებს, მმართველი პარტიის დეპუტატი აქცენტს 20 ივნისის მოვლენებზე ამახვილებს.

„პოლიტიკური სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ეკონომიკური სტაბილურობის. 20 ივნისის შემდეგ შეგვიმცირდა ტურისტული ნაკადი, გვაქვს ემბარგო, ტურისტული შემოსავლები შეგვიმცირდა არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც თავისთავად იწვევს სავაჭრო დეფიციტის ზრდას, რომელიც ახდენს გავლენას ლარის კურსზე",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო