დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არამოსამართლე წევრებს: ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს განსხვავებული მიდგომები აქვთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ და ეს ტენდენცია დღევანდელმა გასაუბრებამაც აჩვენა.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს გასაუბრების დროს ორივე არამოსამართლე წევრმა არც ერთი შეკითხვა არ დაუსვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, როინ მიგრიაულს. მისი განმარტებით, ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ განსხვავებული მიდგომები აქვთ კანდიდატების მიმართ.

„შემდეგ ჩვენ განცხადება გავაკეთეთ იმის თაობაზე, რომ კოალიციამ გვერდზე "მინდა ვენდო სასამართლოს" დაუწერა ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს, თითქოს, ისინი ჩვეულებრივ მონაწილეობდნენ გასაუბრების პროცესში. რაც შეეხება პოლემიკას, პოლემიკაში ჩვენ არ შევსულვართ. ჩემდა გასაკვირად, პირველი კანდიდატი(როინ მიგრიაული)აღელდა, პირდაპირ ბრალდებებზე გადმოვიდა, რომ კონკრეტული საქმის განმხილველ მოსამართლეებს მორალური უფლება არ აქვთ გააგრძელონ სამოსამართლო საქმიანობა. ჩემი შეკითხვა კი იყოს ის, როგორ შეაფასებდა 2013 წლის 3 თებერვალს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მიღებულ რეზოლუციას სასამართლო ხელისუფლებისადმი. ამას კანდიდატის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და ბრალდებები“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილი ასევე გამოეხმაურა არამოსართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის მოსაზრებას, რომ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების გამო როინ მიგრიაული შესაძლოა, ვერ მოხვდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20- კაციან სიაში. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, მიგრიაული მოაგროვებს თუ არა ხმებს, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, თუმცა მიიჩნევს, რომ „ჯანეზაშვილის ეს შეფასებაც მოწმობს იმას, რომ ამ კანდიდატის მიმართ მას აშკარა სიმპათია ჰქონდა და ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს".

ამასთან, გვრიტიშვილის თქმით, 2 აგვისტოს გასაუბრებას გაივლიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები გიორგი მიქაუტაძე და ნინო სანდოძე. მისივე მოსაზრებით, გასაუბრების მიმდინარეობა დამოკიდებულია იმაზე,თუ როგორ წარმართავენ მოსმენის პროცესს არამოსამართლე წევრები: ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. გვრიტიშვილი ამბობს, რომ თუკი არალერევანტური კითხვები დაისმება, ამან შესაძლოა იუსტიციის საბჭოს წევრების პროტესტი გამოიწვიოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს