ლევან სურგულაძე - რეფორმის პროგრესულმა მიმდინარეობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში დღეს არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, დისკუსია 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ რეფორმას შეეხო.

ლევან სურგულაძემ დამსწრე საზოგადოებას რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, არსებული შედეგები გააცნო და განმარტა რომ საქართველოში საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებთან დისტანციურად გრძელდება მუშაობა.

მისივე ცნობით, საინვესტიციო საბჭო სექტემბერში თბილისში ისევ შეიკრიბება და დოკუმენტზე მუშაობას დაასრულებს.

,,ისინი უკვე მეორედ ჩამოვლენ 16 სექტემბრის კვირაში. საქართველოში კიდევ შეიკრიბებიან და სავარაუდოდ, ძალიან ახლოს ვიქნებით საინვესტიციო დოკუმენტის დასრულებასთან. ის იქნება საჯარო დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად გამოქვეყნდება. ამ დოკუმენტის მიხედვით კი დაიწყება საინვესტიციო პროცესი“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ამ დროის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 854 ათასამდე ადამიანი არის გაწევრიანებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა უკვე მეორე გაიმართა. მხარეები აღნიშნავენ, რომ მსჯელობა საპენსიო რეფორმაზე მომავალშიც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა