პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიის“ დირექტორი გამოიკითხა

„რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის გამოკითხვა თბილისის მთავარ პროკურატურაში დასრულდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, გამომძიებლების კითხვები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ფინანსურ საკითხებს შეეხებოდა.

"საკითხები ეხებოდა ფინანსურ თემებს. ყველა კითხვაზე იყო ამომწურავი პასუხი. ამ გამჭვირვალე და სრულიად ლეგალურ სიტუაციაში, როდესაც კომპანიას ყველაფერი აქვს დეკლარირებული და ყველაფერი არის ღია, ფორსირებულად გამოძიების წარმოება სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ გამოძიების მოტივაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა