გლდანის განახლებული პარკი გაიხსნება

გლდანის განახლებული პარკი საზეიმოდ გაიხსნება. პარკის გახსნასთან დაკავშირებით 18:00 საათიდან დაიწყება საბავშვო პროგრამა, ხოლო 20:00 საათიდან კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, როგორც საბავშვო პროგრამაში ჩართვა, ისე კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

უწყების ცნობითვე, ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი; მოეწყო ველობილიკი, ასევე, განახლდა გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო