ტაილანდში 6 ბომბი აფეთქდა

ტაილანდში პოლიციის მაღალჩინოსნის ცნობით, სამ რაიონში ექვსი ბომბი აფეთქდა, მეშვიდე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი აფეთქებამდე აღმოაჩინეს. აფეთქებები დაემთხვა მსხვილ საერთაშორისო ფორუმს. ბანგკოკში მიმდინარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოებიდან მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის ჩინეთისა და აშშ-ის დელეგაციები ესწრებიან. ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობს.

აფეთქებები თითქმის ერთდროულად განხორციელდა ადგილობრივი დროით 9-დან 10 საათამდე. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ოთხი ადამიანი დაიჭრა და ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

პასუხისმგებლობა აფეთქებებზე არავის აუღია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პრაიუტ ჩან-ო-ჩა ინციდენტებს „ტვიტერით“ გამოეხმაურა. „მინდა დავგმო ის ადამიანები, რომლებიც ანგრევენ მშვიდობას და ზიანს აყენებენ ქვეყნის იმიჯს“, - დაწერა პრემიერმა.

ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ტაილანდის დედაქალაქში ექვსი ბომბი აფეთქდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო