ნაზი ჯანეზაშვილი - დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭოს წევრები ეცდებიან, რომ გიორგი მიქაუტაძეს გასაუბრებაზე კომფორტულად აგრძნობინონ თავი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრები ეცდებიან, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს გასაუბრებაზე თავი კომფორტულად აგრძნობინონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მიქაუტაძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ფავორიტი კანდიდატი, რადგან „ისინი ერთად იბრძვიან, თანამოაზრეები არიან და ამის მაგალითები იუსტიციის საბჭოში ძალიან ბევრია. თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, რომელიც დღეს, დარღვევით მიმდინარეობს".

„რადგან იუსტიციის საბჭოს მდივანი წარმოდგენილი არ არის სხდომაზე, სხდომას ისინი ძალიან კრეატიულად წარმართავენ. კანონით განსაზღვრულ პროცედურებს ასცდნენ, ვინაიდან კანონით დადგენილი არ არის ის, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს ან სერგო მეთოფიშვილს უფლება ჰქონდეთ, სხდომა გახსნან ან წარმართონ. ცხადია, რომ თანამოაზრეები არიან, ერთმანეთს ხელს უწყობენ, თუნდაც, აი, ამ ერთი დეტალით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს ისინი ეცდებიან, რაც შეიძლება კომფორტულად აგრძნობინონ თავი გიორგი მიქაუტაძეს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო