დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელასთვის ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ვენესუელასთვის ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუმცა ვრცელი განმარტება ამ საკითხზე არ გაუკეთებია. ამ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

ვენესუელა, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო, ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ამ ქვეყნისთვის რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მიღებული დახმარება დე ფაქტო პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს სიტუაციის კონტროლის საშუალებას აძლევს. მადუროს მთავრობამ, რომელსაც აშშ, ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა (საქართველოს ჩათვლით) უკანონოდ მიიჩნევს, ცოტა ხნის წინ გაერო-ს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში მიშელ ბაჩელეტთან „იჩივლა“. მადუროს წერილის თანახმად, აშშ-მ 30 მილიარდი დოლარის ოდენობის ნავთობის აქტივები ვენესუელას ფაქტობრივად ჩამოართვა, ბანკებში გაუყინა 7 მილიარდი დოლარი, რაც საკვების და წამლების საყიდლად სჭირდებოდათ.

ნავთობი ვენესუელის შემოსავლის ძირითადი წყაროა და მისი გასაღების მნიშვნელოვანი წილი სანქციების შემოღებამდე სწორედ აშშ-ზე მოდიოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა