კობა კობალაძე აგვისტოს ომზე - 2008 წელი იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროცესების ერთობლიობა

2008 წელი იყო რეალურად ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროცესების ერთობლიობა, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა კობა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე მოვლენების განხილვისას განაცხადა.

კობალაძის განმარტებით, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც პასუხგაუცემელი რჩება და ერთობლიობაში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას იწვევს, „მათ შორის ოპერატიულ-ტაქტიკურ სივრცეზე ჩვენი შენაერთების გაურკვეველი მოქმედება, ომში დაცვის პოლიციის პირადი შემადგენლობის გამოყენება, მოსახლების გამოყვანისას არასწორად შეფასებული რისკ-ფაქტორები და თუ რატომ არ მიმართა ჩვენმა მხარემ გაეროს უშიშროების დეპარტამენტს“.

„მე გავცდები იმ სივრცეს, რომელი სივრცეც დააწესა თავის დროზე იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, როდესაც ნებისმიერი ამ საკითხის კრიტიკის თუ განხილვის ჭრილში ხსენება ითვლება და ითვლებოდა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებად. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი ფიქრი და ანალიზი, 2008 წელი იყო რეალურად ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროცესების ერთობლიობა. ის, რომ რუსეთი აგრესორია, მტერია და ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების ნაწილის, ამაზე არავინ არ დავობს და არც კითხვის ნიშნები არ ჩნდება. უბრალოდ ის, ვინც ამ თემებზე აპელირებს უკვე იწვევს გარკვეულ აგრესიას. რომ მივყვეთ ქრონოლოგიას და პროცესების განვითარების დინამიკას, თუნდაც პროფესიონალური თვალსაზრისით და თუნდაც სტრატეგიულად, აღმოვაჩენთ იმ გარემოებას, რომელშიც კითხვები მომეტებულია და პასუხები საკმაოდ მცირეა.

განსახილველია რამდენიმე საკითხი. ის, რომ რეალურად ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, ომი დაიწყო გაცილებით ადრე როდესაც ჩვენმა ქვეყანამ ფაქტობრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ეზიარა დამოუკიდებელ ცხოვრებას. ის ამოცანა, რომელიც ჩვენ და ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა და რა მოთხოვნაც ჰქონდათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ყველანაირად გვქონოდა მცდელობა აგვეცილებინა ის პროვოკაციები, რომლისკენაც მიზანმიმართულად მივყავდით. პროვოკაციებზე აყოლას და შემდგომ ამ პროცესებს უძღოდა პასუხგაუცემელი კითხვების დიდი კასკადი - ჩვენმა მხარემ არ მიმართა გაეროს უშიშროების დეპარტამენტს, ოპერატიულ-ტაქტიკურ სივრცეზე ჩვენი შენაერთების მოქმედებები იყო გაუაზრებელი და გაუთვლელი. ძირითადად პირადი შემადგენლობა თავის თავგანწირვის და გმირობის მაგალითზე წერდა იმ დღეებში საქართველოს რეალურ ისტორიას. სახელმწიფოს იმ პერიოდში თვითგადარჩენის ინსტინქტის გარდა არაფერი ამოძრავებდა. გაურკვეველ ნაბიჯებს შორის იყო დაცვის პოლიციის პირადი შემადგენლობის შეყვანა, რომელიც იყო განიარაღებული და ტრაგიკულად უკან გამოწვეული, ეს თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე და სახელმწიფო ინტერესებზე გამავალი ნაბიჯია. არ იყო სათანადოდ შეფასებული ის რისკ ფაქტორები, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო გამოყვანილი კონფლიქტის ზონიდან. როგორც არ უნდა ვეცადოთ ამ თემების გაუბრალოებას, ყველაფერი ეს ერთობლიობაში იწვევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას.

როდესაც გამოდის იმ პერიოდის მაღალჩინოსანი და გვიხსნის იმას, რომ ომი იყო ამოსუნთქვა საქართველოსთვის ჩვენს კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს იმიტომ, რომ ეს იყო ამოსუნთქვა არა საქართველოსთვის და მისი მოსახელობისთვის, არამედ ეს იყო ამოსუნთქვა გარკვეული პოლიტიკური სპექტრის და ჯგუფებისთვის" , - განაცხადა კობა კობალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო