ადვოკატი - ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ნიკა გვარამიასთვის ხელის შეშლას, რომ ახალი ტელევიზია არ შექმნას

ეს საერთოდ არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ნიკა გვარამიასთვის ხელის შეშლას, რომ ახალი ტელევიზია არ შექმნას, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დაკითხვაზე ძირითადი ყურადღება სარეკლამო გაყიდვების კონტრაქტთან დაკავშირებით იყო გამახვილებული.

"იყო, როგორც ზოგადი კითხვები, რომელიც საერთოდ მედიაბაზრისთვის დამახასიათებელია სპეციფიკაა, ისე კონკრეტული, დეტალური კითხვები. იყო შეკითხვები, რომლის სწორი ადრესატიც იყო ნიკა გვარამია და მან გასცა პასუხი ამ შეკითხვებზე, თუმცა იყო შეკითხვები, რომლის სწორი ადრესატიც ფიზიკურად არ იყო ნიკა გვარამია. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც დაკითხვაზე ვიჯექით, მე შეგრძნება გამიჩნდა, რომ იმ კითხვების უფრო სწორი ადრესატი გარკვეულ ნაწილში მე ვიყავი, იმიტომ, რომ იმ პერიოდში რაღაც ნაწილში „რუსთავი 2“-ის იურისტი გახლდით და მე უფრო მქონდა ინფორმაცია. ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო სარეკლამო გაყიდვების კონტრაქტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს საერთოდ არა არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ნიკა გვარამიასთვის ხელის შეშლას, რომ ახალი ტელევიზია არ შეიქმნას"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გარდა ამისა, მან ასევე კომენტარი გააკეთა მის მიერ „რუსთავი 2“-ის დატოვებასთან დაკავშირებით.

„მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს მას შემდეგ, რაც კომპანიაში დამფუძნებელი და დირექტორი შეიცვალა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივია, რადგან წლების განმავლობაში მე სასამართლო პროცესებზე ვამტკიცებდი და ვასაბუთებდი იმ პოზიციას, რომ ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე და დღესაც ამ პოზიციაზე ვდგავარ“, -აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს