დაზღვევის პირველი ჩეთ ბოტი დღეს ორი წლის გახდა

დაზღვევის პირველი ჩეთ ბოტი დღეს ორი წლის გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, ამ დროის განმავლობაში ბი ბოტმა 25,000-მდე მეგობარი შეიძინა 10000-ზე მეტი დააზღვია და 300 000 ზე მეტ მესიჯს უპასუხა.

„ბოტი მოგზაურების ყველაზე ერთგული მეგობარია, რომელიც მათ თავგადასავლებს 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ მესენჯერში აზღვევს.

ბი ბოტი უკვე ორი წელია ახალ-ახალ მეგობრებს იძენს, უმარტივებს დაზღვევის პროცესებს და ყოველთვის მზად არის მოგზაური მეგობრების დასახმარებლად.

ბიმ ამ პერიოდში ბევრი რამის სწავლა მოასწრო. მას შეუძლია პასპორტის/ID ბარათის დასკანერება, შენთან ერთად შენი მეგობრების დაზღვევაც და მონაცემების შენახვა იმისთვის, რომ ხელმეორედ შეძენისას თავიდან არ მოგიწიოს პირადი ინფორმაციის შეყვანა.

რაც მთავარია, საუბრის ბოლოს, შეგიძლია მასთან საუბარი, მარტივად, ემოჯით შეაფასო.

ჩეთს სამომავლოდ ასისტანსიც დაემატება, რომელიც მოგზაურებს სამოგზაურო შემთხვევის დაფიქსირებას გაუმარტივებს და მათ დახმარებას ჩეთშივე შეძლებს“, - აცხადებენ “თიბისი ბანკში”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა