პრემიერი  - ქართულ საზოგადოებას ნათელი პოზიცია აქვს დავით კეზერაშვილის წარსულის მიმართ

ქართულ საზოგადოებას აქვს ძალიან ნათელი დამოკიდებულება და პოზიცია ამ პერსონის მიმართ, მისი წარსულის მიმართ და ყველაფრის მიმართ, სადაც ეს ადამიანი იყო გარეული, - ეს განცხადება, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. მისი თქმით, დავით კეზერაშვილის განცხადება ახალი მედიაპლატფორმის შექმნის შესახებ პრემიერის მხრიდან ზედმეტ შეფასებებს არ საჭიროებს.

„რაც შეეხება ბატონ კეზერაშვილს და მის რეპუტაციას, მის წარსულს თუ რითი იყო დაკავებული, როგორ წარმოგვიდგინა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა კეზერაშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენის სახე - მე ვფიქრობ ზედმეტ შეფასებას ჩემი მხრიდან არ საჭიროებს. ქართულ საზოგადოებას აქვს ძალიან ნათელი დამოკიდებულება და პოზიცია ამ პერსონის მიმართ, მისი წარსულის მიმართ და ყველაფრის მიმართ, სადაც ეს ადამიანი იყო გარეული“, - დასძინა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა