პაატა სალია - ჩემი ვალდებულებაა სამართალდამცავებს ვაცნობო თუ დავინახავ, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო დანაშაულს - თუ არ არის დანაშაული, ესეც დადგინდება

ჩემი ვალდებულებაა სამართალდამცავ ორგანოებს ვაცნობო, თუ დავინახავ, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე ტიპის შესაძლო დანაშაულს - თუ არ არის დანაშაული, ესეც დადგინდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაატა სალიამ იმ განცხადების შესახებ ისაუბრა, რომელიც თან ერთვოდა ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივარს, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პაატა სალია აღნიშნავს, რომ მან კომპანიაში პოტენციური დარღვევები აღმოაჩინა.

„დანაშაულთან დაკავშირებით იმ კომპეტენტურმა ორგანომ უნდა ისაუბროს, რომელსაც ეხება დანაშაულის გამოვლენა. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელი შევუწყოთ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და შემდეგ უკვე სასამართლომ დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევას.

პროკურატურის ყურადღების მიპყრობას აქვს რამდენიმე საფუძველი. როდესაც მოვედი კომპანიაში, პირველივე დღიდან ვაკეთებდი განცხადებებს, რომ ფინანსური მდგომარეობა არის ძალიან რთული. ამ ხნის განმავლობაში შევისწავლე გარკვეული დოკუმენტები და აბსოლუტურად ალოგიკური, დაუსაბუთებელი და კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებები არის გაფორმებული. აქედან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, როგორც კომპანიის ხელმძღვანელს დავმალო, არ შეიძლება პოტენციურად დანაშაულის თანამონაწილე გავხდე. მოგეხსენებათ, დანაშაულის დაფარვაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. ჩემი განცხადება იყო ზოგადი და ეხებოდა იმ პოტენციურ დარღვევებს, რომლის საფუძველსაც ის დოკუმენტები მაძლევდა, რომელიც ვნახე და ის ფინანსური მდგომარეობა, რაც არის კომპანიაში“,- აცხადებს სალია.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, აღნიშნული არის თუ არა ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობა, პაატა სალია ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულზე ვერ ისაუბრებს, რადგან არ არის მისი კომპეტენცია.

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში, იმ ნაწილში, სადაც „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს