საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლი შეამოწმეს და  სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ტაქსი შეამოწმეს და ტაქსის მძღოლთან საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლები ტაქსის მძღოლს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისე გაეცნენ და მგზავრობის საფასური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორთაჭალამდე 20 აშშ დოლარი გადაიხადეს. მძღოლმა, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დროს, ასევე არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით, კომპანიას გაფრთხილება შეეფარდა.

ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის

გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1531-ე პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო