კახა კალაძე ლარის კურსზე - მთავარია, კლება შენარჩუნდეს

კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა, მივესალმები, რადგან ლარი დასტაბილურებისკენ წამოვიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანის განახლებულ პარკში, ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც პარკის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, ამ მხრივ, ძალიან მძიმე ვითარება იყო.

"კარგია ის, რომ ლარი წამოვიდა დასტაბილურებისკენ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ტენდენცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში არსებობდა, ძალიან მძიმე იყო. მოსახლეობისთვის იყო უმძიმესი. ის კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები, რაც განახორციელა ეროვნულმა ბანკმა, მივესალმები. მთავარია, ის ტენდენცია, რაც გვაქვს - კლება იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა პრემიერ- მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებას, რომ ლარის კურსის ვარდნა 20-21 ივნისის და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, კალაძემ განაცხადა: "დიახ, ყველაფერი ერთად მოქმედებს. შეუძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით განვიხილოთ. ყველა ფაქტორი ერთად ახდენს გავლენას.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა