პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიიდან დოკუმენტაცია და სეიფი ამოიღო

ამოღებულ იქნა შპს „ინტერმედია პლიუსის“ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას ეხება, - ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა აბულაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 1 აგვისტოს, როცა „რუსთავი 2“-ის კოტრაქტორი შპს „ინტერმედი პლიუსის“ ოფისში, სხვა მისამართზე ჩატარდა მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები, კომპანიის დირექტორი აცხადებდა, რომ „ინტერმედია პლიუსის“ დოკუმენტები, ამ მისამართის გარდა, სხვაგან არ ინახებოდა.

„ამოღებული იქნა შპს „ინტერმედია პლიუსის“ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. დოკუმენტების შინაარსზე ვერ გესაუბრებით. უბრალოდ, ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს დოკუმენტაცია ეხება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას. ეს იყო ყველა ის დოკუმენტი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. სხვა დეტალებს ვერ დაგიზუსტებთ. როდესაც ჩვენ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები სხვა მისამართზე, კომპანიის ოფისში, კომპანიის დირექტორმა განგვიცხადა, რომ შპს „ინტერმედია პლიუსის“ დოკუმენტები, გარდა იმ მისამართისა, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, არ ინახებოდა“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, რატომ მიაქვთ სეიფი, რომელიც ჩხრეკისას ამოიღეს, მან თქვა, რომ ადგილზე ვერ მოხდა მისი გახსნა და ის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა გაისხნას.

„მიგვაქვს სეიფში არსებული ინფომაციის შესწავლის მიზნით. სეიფი იყო ჩაკეტილი, ვერ მოხდა გახსნა, შესაბამისად, უნდა გაიხსნას უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, ვისაც აქვს გასაღები ამ სეიფის და შემდგომში მოხდება შემოწმება მასში არსებული საგნისა თუ ინფორმაციის“, - აღნიშნა პროკურორმა.

კითხვაზე, ამ საგამოძიებო მოქმედებით დაასრულება თუ არა „რუსთავი 2“- ში მუშაობა, პროკურორმა განაცხადა, რომ „დიახ, დასრულებულია“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა