პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, პარლამენტის საფეხბურთო გუნდი ყვარელის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფეხბურთი საქართველოში გამორჩეული სპორტის სახეობაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის პოპულარიზაცია. ფეხბურთი საქართველოში გამორჩეული სპორტის სახეობაა და მოხარული ვარ რომ საშუალება გვეძლევა დღეს შევხვდეთ ადგილობრივებს. იმედი მაქვს გაგრძელდება ეს სპორტული ტრადიცია და ჩვენ პატარა წვლილს შევიტანთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნული საფეხბურთო შეხვედრა სწორედ ამ თემის პოპულარიზაციას ეხება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პარლამენტის წევრებს, ერთგვარი ტრადიცია გვაქვს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეეხება და ამ მიზნით ხშირად ჩავდივართ რეგიონებში. დღევანდელი ჩვენი ყვარელში სტუმრობაც ამ მიზანს ემსახურება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის საფეხბურთო გუნდსა და ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი, ფრედ - 3:3 დასრულდა. მსგავსი სპორტული აქტივობების გამართვას პარლამენტის საფეხბურთო გუნდი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გეგმავს.

„აღსანიშნავია, რომ სპორტული ღონისძიების გამართვა ილიაობის დღესასწაულს დაემთხვა, რომელიც 2 აგვისტოს ყვარელში განსაკუთრებით აღინიშნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა