აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - რომელია ისეთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც არც აგრესიას იწვევს და არც მიჩვევას, სადაო თემაა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გარკეული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე პატიმრობის გაუქმებას ეხება, ბევრ კითხვას აჩენს. როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, ნარკოტიკულ საშუალებებს შორის სწრაფი მიჩვევისა და აგრესიის გამოწვევის კუთხით ზღვარის გავლება პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს ზღვარი მუდმივად სადაო იქნება.

ამასთან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლოს სრულად რომ დაეკმაყოფილებინა სახალხო დამცველის სარჩელი, ეს ფაქტობრივად მწვანე შუქს მისცემდა იმ საკანონმდებლო რეფორმის პაკეტს, რომელიც უკვე წელიწადია გაჩარებულია საკანონმდებლო ორგანოში.

„საშემოდგომო სესიაზე მაინც ვაპირებდით ამ კანონპროექტის გამოტანას და ეს ამ პროცესს გააადვილებდა. თუმცა, ახლანდელი გადაწყვეტილებაც საბაბი იქნება, რომ მსჯელობა ამ საკანონმდებლო პაკეტზე გაგრძელდეს და დაჩქარდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ გადასაწყვეტად დაუტოვა კანონმდებელს, რომ განსაზღვროს სპეციალისტებთან ერთად, რომელია ისეთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც არც აგრესიას იწვევს და არც მიჩვევას, რაც ჩემი აზრით სადაო თემაა, რადგან იგივე მარიხუანაც, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ არის ამ კუთხით საფრთხის შემცველი, გარკვეულ პროცენტულ შემთხვევებში შესაძლოა, აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს იწვევდეს რეგულარული მოხმარების შემთხვევაში. ამ პრინციპით გამიჯვნა ნარკოტიკული საშუალებების პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველა ნარკოტიკული საშუალება ცუდია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მით უფრო მისი ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და თითოული შეიცავს გარკვეულ რისკს. ზღვარის გავლება ძალიან სადაო და ინდივიდუალური იქნება და ამიტომაცაა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამდენი კითხვის ნიშნის შემცველი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რაც არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

ყველა ნარკოტიკი არის ცუდი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ბევრი კითხვის ნიშანია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს