ივლისში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტები 14 %-ით შემცირდა

ივლისში რუსეთიდან ვიზიტორების 6.4%-იანი კლება გვაქვს, ტურისტული ვიზიტები 14%-ითაა შემცირებული,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჩანს, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტის სურვილი აქვთ“.

"ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულ ვიზიტებში 1%-იანი ზრდაა. ველოდით, რომ ეს თვე რეკორდული იქნებოდა და ტურისტული ვიზიტები ორნიშნა რიცხვით გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ეს ვერ მოხერხდა და ვეცადეთ, რომ შესაძლო ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და შემცირების მიუხედავად პოზიტიურ ზრდის ტემპს ვინარჩუნებთ.

ივლისის თვეში ვნახეთ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტის სურვილი აქვთ. გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო გზით და ასევე იყენებენ სატრანზიტო გზებს," -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ივლისში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტები 14 %-ით შემცირდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა